სამების საჯარო სკოლის მოსწავლემ ოთარ ჩაჩუამ მსოფლიო ჩემპიონატზე კიკბოქსინგში საპრიზო ადგილი დაიკავა
06-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის სამების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ოთარ ჩაჩუამ ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კიკბოქსინგში წარმატებით იასპარეზა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდა სპორტსმენმა დაძაბულ ბრძოლებში აზერბაიჯანელი, პაკისტანელი და თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და მე-3 ადგილი დაიკავა. ოთარ ჩაჩუას მწვრთნელი თეიმურაზ ბერძენიშვილია.
სკოლა მოსწავლეს და მის მწვრთნელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.