„სკოლაში მოსწავლე მოქალაქეობრივად აზროვნებას სწავლობს“ - ბოშურის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი
06-12-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, საკუთარ ხედვებს ბოშურის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი თამილა ყველაშვილი გვიზიარებს:

სკოლა არის ადგილი, სადაც მოზარდი გონებრივად ვითარდება და მოქალაქეობრივად აზროვნებას სწავლობს.

საუკეთესო მოსწავლე არის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და კარგი დისციპლინის მქონე ახალგაზრდა.

პედაგოგი ფასობს ჰუმანურობით, ეფექტური კომუნიკაციითა და მოსწავლეთა შედეგებით.

დირექტორი უნდა იყოს სამართლიანი მენეჯერი, ადამიანურ რესურსთან პროფესიონალური და პრინციპული დამოკიდებულებით გამორჩეული, წინსვლაზე ორიენტირებული.

განათლება არის
პრიორიტეტი ქვეყნის განვითარებისთვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203