რცხმელურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
06-12-2018
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლის ოთხ პედაგოგს - სოფიკო ტვილდიანს, ქეთო მუკბანიანს, ბაია ქურასბედიანსა და ნატალია კოკოზაშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლა პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.