უჯარმის საჯარო სკოლაში პროექტი „დედამიწა ჩვენი სახლია“ განხორციელდა
06-12-2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, უჯარმის საჯარო სკოლაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებული - პროექტი „დედამიწა ჩვენი სახლია“ განხორციელდა.
პროექტს გეოგრაფიის მასწავლებელი ლელა მარგებაძე ხელმძღვანელობდა. მასში აქტიურად იყვნენ ჩართული მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებს გაეგოთ რა ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას მსოფლიო და რომ გარემოს დაბინძურება ცოცხალი ორგანიზმებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
პროექტი ფარგლებში ჩატარდა დისკუსია-დებატები, ჯგუფური სამუშაოები და საველე გასვლები მოეწყო.
„პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ეკოლოგიური პრობლემების მნიშვნელობა გააცნობიერეს და თქვეს, რომ აღარ დააბინძურებდნენ გარემოს და სხვასაც მოუწოდებენ ამის შესახებ“,-მბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები