ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოლკლორისტთა მე-19 შეკრებაში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
06-12-2018
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრებაში მოპოვებული წარმატებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

მადლობის ფურცელი გადაეცათ ასევე პედაგოგ მზია ბურჯალიანს და სკოლის დირექტორს ნანა ბურჯალიანს.

ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაში საჯარო და კერძო სკოლები, გიმნაზიები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონფერენციაზე ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - „ამირანიანის“ ახალი ვარიანტი წარმოადგინეს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.სკოლა პედაგოგ მზია ბურჯალიანს და მის აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203