ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლამ სკოლის დაარსების 115-ე წლისთავი აღნიშნა.
ამის აღსანიშნავად სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა ტატიანა კარევამ დამსწრე საზოგადოებას სკოლის იუბილე მიულოცა, ვეტერანმა მასწავლებელმა ლიუბოვ დემინოვამ სკოლის ისტორიის შესახებ ისაუბრა, ხოლო მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
ღონისძიების დასასრულს საზეიმოდ გაიჭრა ტორტიც.
იხილეთ ფოტოები