დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ „ეტალონის“ მეორე ტურში წარმატებით იასპარეზა
06-12-2018
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე მანანა (ანანო) ჯანჯღავა „ეტალონის“ მეორე ტურში მონაწილეობდა. 

მან მეორე საპრიზო ადგილი დაიმსახურა და „ეტალონის“ დიპლომით დაჯილდოვდა. 

მარტვილში გამართულ ჩემპიონატში 39 სკოლის 81 მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეები  რესურსცენტრის უფროსმა, პაშა გულორდავამ და კულტურის განყოფილების გამგემ, მურმან წოწორიამ დააჯილდოვეს. 

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა (დირექტორი: დავით ნაჭყებია, პასუხისმგებელი პირი: ნატრული ჯანჯღავა) ულოცავს მანანას და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203