მარტვილის მუნიციპალიტეტის, ნახუნაოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლევანი ცანავა „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერთიფიკატით დაჯილდოვდა.
სკოლის აღსაზრდელმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზა.
ლევანი ცანავას სკოლის დირექტორმა გერასიმე კიკალიშვილმა სერთიფიკატი საზეიმო ვითარებაში გადასცა და მომავალში უფრო მეტი შედეგის მიღწევა უსურვა. მოსწავლეებს კი მოუწოდა უფრო აქტიურად ჩაერთონ პროექტში.
იხილეთ ფოტო