რუსთავის N20 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა ბარისახოელ თანატოლებს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარუდგინეს
06-12-2018
რუსთავის N20 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა სოფელ ბარისახოს მოსწავლეებს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „გზა სიარულმა დალია“ წარუდგინეს. ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია სკოლის თეატრალურმა კლუბმა, სკოლის დირექტორმა ირმა იჩქიტიძემ, მუსიკის პედაგოგმა მამაია ვეფხოშვილმა და ქორეოგრაფმა ემზარ ბაშარულმა დაგეგმეს და სოფელ ბარისახოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის, პოეტ ლელა გაბურის მიპატიჟებით ადგილობრივ მოსწავლეებს წარუდგინეს.
სკოლის თეატრალურ კლუბს ეკა ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, რუსთაველმა ბავშვებმა დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს თანატოლების მიმართ. ადგილობრივებმაც ხალისით უმასპინძლეს სტუმრებს. ბავშვებმა წაიკითხეს ხალხური ლექსები, შეასრულეს მთის თემატიკაზე შექმნილი სიმღერები და ცეკვები.
„გზა მართლაც სიყვარულმა დალია. ეს სიყვარული გაუთბობს გულს მთაში მცხოვრებ ბავშვებსაც და ჩვენი სკოლის მოსწავლეებსაც“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ლიტერატურული კომპოზიცია სკოლის აღსაზრდელებმა რუსთავის N20 სკოლაშიც მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და მიწვეული სტუმრებისათვის გაიმეორეს.
საღამოს ქვემო ქართლის გუბერნიის, რესურსცენტრის, ქალაქის მერიისა და მუნიციპალური თეატრის წარმომადგენლები - კოტე მალანია, ლევანჟვანია, კახა კობერიძე, თამაზ მაისურაძე, ალმარ ლომიძე და ნათელა მუხულიშვილი ესწრებოდნენ.
„საღამომ გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ამგვარი ღონისძიებები და სიყვარულით სავსე ატმოსფერო სჭირდებათ ბავშვებს სამომავლო გულთბილი ურთიერთობებისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები