სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ მოზარდისათვის სხარტი აზროვნების განვითარების მიზნით გამართულ კონკურსში იასპარეზა
06-12-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლანა მჭედლიძემ კონკურსში - „სწრაფი მეანბანე“ წარმატებით იასპარეზა და სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსი ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა გამოაცხადა და ითვალისწინებდა მოზარდისათვის სხარტი აზროვნების უნარის განვითარება-ჩამოყალიბების საკითხს.

შემეცნებითი თამაში სამ ეტაპს მოიცავდა.

პირველი ეტაპი საჯარო სკოლებში ჩატარდა. თამაშის პირობები ითვალისწინებდა მოცემული ასო-ბგერებიდან სიტყვების აწყობას გარკვეული დროის მანძილზე.

სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ჩატარებულ პირველ ეტაპზე, შესარჩევ ტურში ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა. ნახევარფინალში კი მე-7 კლასის  მოსწავლე ლანა მჭედლიძე გადავიდა.

ფინალი 30 ნოემბერს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა, სადაც ლანა მჭედლიძე გამარჯვებულ მოაზროვნედ დასახელდა. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203