ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, წყალწმინდის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა პროგრამის - „მომავლის თაობა“ გამოცხადებულ კონკურსში გრანტი მოიპოვეს.
სკოლის აღსაზრდელები პროგრამის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობდნენ. კონკურსში მოსწავლეებმა პროექტი - „არა-ნაადრევ ქორწინებას!“ წარადგინეს.
მოსწაველეებმა კონკურსში გაიმარჯვეს და 450 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოგებული თანხით მოსწავლეები სკოლისთვის პროექტორის და დინამიკების შეძენას გეგმავენ.
იხილეთ ფოტო