ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ სერტიფიკატებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ
07-12-2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ სისტემატიურად მონაწილეობენ.
მიმდინარე წელს „ეტალონში“ ჩართული იყვნენ სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეები. მათგან ორი მოსწავლე რაიონულ ეტაპზე გადავიდა.
სკოლის დირექტორმა მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილმა ეტალონის მონაწილე მოსწავლეებს მონაწილის სერტიფიკატები გადასცა, ხოლო ანი ბერიძე და თამუნა ბერიძე საუკეთესო ათეულში მოხვედრისათვის სიგელებით დააჯილდოვა.
„მოსწავლეების წარმატება ძალიან კარგი სტიმულია დანარჩენებისათვის, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ასეთ პროექტებში და კონკურსებში. მოსწავლეთა აზრით, „ეტალონი“ საინტერესოა, რადგან მათ მოტივაციას და თავდაჯერებულობას უმაღლებს, ასევე, საკუთარი თავისა და ცოდნის შეფასების საშუალებას აძლევს“ - აღნიშნავენ სკოლაში.