თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროკავშირის ახალგაზრდულ სამიტს დაესწრნენ
07-12-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები, მარიამ გობეჩია და დავით მაღლაკელიძე დელეგატის სტატუსით ევროკავშირის ახალგაზრდულ სამიტს ესწრებოდნენ. 

სამიტი საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ევროკავშირის სამიტი ახალგაზრდებს აძლევს შანსს, რომ შეისწავლონ საგარეო ურთიერთობები, გაეცნონ ევროკავშირის მოკავშირე და მოწინააღმდეგე ქვეყნებს, აირჩიონ კომიტეტი, რომელიც მათ აინტერესებთ. 

„ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემა, იმსჯელეს, მოაწყვეს დისკუსია და დაიმსახურეს ორენოვანი სერტიფიკატი საერთაშორისო სესიაში მონაწილეობისათვის. ასევე, მარიამ გობეჩია და დავით მაღლაკელიძე მიწვეულნი არიან სტაჟირებაზე საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ შემდგომი ახალგაზრდული სამიტისათვის. ძალიან გვიხარია ჩვენი მოსწავლეების აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო დონეზე, რომელიც სააწინდარია საქართველოს განათლებული და ერუდირებული მომავლისა“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203