„პედაგოგი მოსწავლეებთან დამოკიდებულებით ფასობს“ - ახალდაბის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.
5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ახალდაბის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი თემურ დავითაძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც განათლებული მომავალი თაობა აღიზრდება.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელიც სკოლის შინაგანაწესს იცავს.
პედაგოგი ფასობს მოსწავლეებთან დამოკიდებულებითა და მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესით.
დირექტორი უნდა იყოს ჰუმანური ლიდერი, სასკოლო ცხოვრების განმავითარებელი.
განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ცხოვრების სარბიელზე გამოსასვლელად.