''მასწავლებლები ძალასა და ენერგიას არ იშურებენ მომავალი თაობის აღზრდისათვის''- რას უყვება საქობოს სკოლის დირექტორი Etaloni.ge-ს
02-02-2017

''მასწავლებლები ძალასა და ენერგიას არ იშურებენ მომავალი თაობის აღზრდისათვის'' - აღნიშნვას Etaloni.ge - სთან საუბრისას საქობოს სკოლის დირექტორი დოდო ჭყონია.

- ქალბატონო დოდო, მოგვიყევით თქვენი სკოლის შესახებ.

- საქობოს სკოლა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ერთერთი გამორჩეული სკოლაა, რომელიც ოდითგანვე ამაყობდა ძლიერი პედაგოგიური კოლექტივით. 

მათ აღზარდეს არაერთი სახელოვანი ადამიანი. სკოლაში გვყავს ბევრი წარმატებული მოსწავლე, რომლებიც ყოველწლიურად ჯილდოვდებიან პერსონალური კომპიუტერებით. ოქროსა და ვერცხლის მედლებით.  

ჩვენი სკოლის ბევრი კურსდამთავრებული გრანტებით არის ჩარიცხული უმაღლეს სასწავლებელში და იქაც გამოირჩევიან წარჩინებული სწავლით.

სკოლას ჰყავს რაიონის სკოლებს შორის ყველაზე მეტი სერტიფიცირებული (17) მასწავლებელი, რომლებიც ძალასა და ენერგიას არ იშურებენ მომავალი თაობის აღზრდისათვის. 

- თავად მოსწავლეებს როგორ დაახასიათებდით?

- საქობოს სკოლის მოსწავლეები, გარდა სასწავლო პროცესისა, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და პროექტებში. რაიონის მაშტაბით ორჯერ გავიმარჯვეთ ინტელექტუალურ თამაშში  „რა? სად? როდის?“, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ კახეთის რეგიანში ჩატარებულ ინტელექტუალურ თამაშში „ჩვენი მკითხველი“ დავიკავეთ მე-2 ადგილი.

ჩვენი მოსწავლის წარმატების საფუძველი არის ისიც, რომ ყოველწლიურად კლასებში ტარდება ინტელექტუალური შეჯიბრება „ეტალონი“, სადაც ვლინდება კლასის ''ეტალონი მოსწავლე''.

- რადგან ამ თემას შეეხეთ, რას იტყოდით სოფი ყარალაშვილის შესახებ?

- ''ეტალონის'' გამარჯვებული სოფი ყარალაშვილი გამორჩეული მოსწავლეა, ის არის თვითმმართველობის თავმჯდომარე, მან წარმატებით დაამთავრა საბაზო საფეხური და დაჯიდლოვდა პერსონალური კომპიუტერით. 

აქტიურად არის ჩართული სკოლის საზოგადოებრივ საქმიანობაში. მას მიღებული აქვს მრავალი სიგელი, დიპლომი და სერტიფიკატი. 

ის არის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის 2016 წლის გამარჯვებული, 2014 წლის ონლაინ ოლიმპიადის eruditor.ge ისტორიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ფინალისტი,2016 წლის „სამოქალაქო ინიციატივების პლათფორმის“ ორგანიზებულ დებატების სასკოლო ჩემპიონატის ფინალისტი. სოფის აქვს წარმატებები მუსიკალურ სფეროში: „გზა პარნასისკენ 2011“ - ლაურეატი. ის მონაწილეობდა საზაფხულო სკოლაში „შენი ხმა ჩვენი მომავალია“, ამავე დროს იგი არის კომენიკაბელური, ჰყავს მეგობართა ფართო წრე, არის დამოუკიდებელი, მიზანდასახული, თავისუფლად მოაზროვნე, ღია და გახსნილი სიახლეებისადმი.

- რა საჩუქრები გადაეცა სოფის ''ეტალონში'' მიღწეული წარმატებისთვის?

- „ეტალონში“ მიღწეული წარმატებისთვის დედოფლისწყარო-სიღნაღის მუნიციპალიტეტის დეპუტატი აჯილდოვებს პერსონალური კომპიუტერით, ასევე საქობოს სკოლის კურსდამთავრებული პროფესორი ნიკო ბაკაშვილი აფინანსებს მის სამომლოცველო ვიზიტს ისრაელში, წმინდა მიწაზე.

- თქვენი აზრით, რა მნიშვნელობის შეჯიბრია ''ეტალონი''? 

- ''ეტალონი'' წარმატებული პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის და უნარების წარმოჩინებაში, განსაკუთრებით რეგიონებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203