ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის საჯარო სკოლის VIIIა კლასში შიდა საკლასო კვლევა-პროექტი გაიმართა.
სამკვირიანი კვლევა კლასში არსებული პრობლემების შესახებ ჩატარდა.
კვლევის მიზანი იყო: გამოკვეთა იმ ძირითადი პრობლემების, რომლებიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ მოსწავლეები, მიგნება არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების და მათი მოგვარების გზები.
კვლევის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა შექმნეს ჯგუფები, რომლებშიც გაერთიანდნენ იმის მიხედვით, თუ რა საერთო სიძნელეები შეექმნათ სასწავლო პროცესში. მეორე ეტაპზე ჯგუფებმა დაიწყეს დამოუკიდებლად მუშაობა, შეადგინეს კითხვარები, აიღეს ინტერვიუები შესაბამის პიროვნებებთან, მიიღეს საჭირო კონსულტაციები მასწავლებლებისგან, მშობლებისგან, თანატოლებისგან, გაეცნენ ლიტერატურას თემატურ პრობლემასთან დაკავშირებით და მესამე, ბოლო ეტაპზე წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით დასკვნები, საკუთარი მიგნებები, თავიანთი პრობლემების გადაჭრის გზები.
„კვლევა ნაყოფიერი იყო იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეები თავად ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, აანალიზებდნენ და დასკვნებიც გამოიტანეს საკუთარი სიძნელეების, პრობლემების შესახებ. პროექტმა გამოამჟღავნა მათი სერიოზული, მეტად დაინტერესებული მიდგომა საკუთარი სწავლების მეთოდების, ქცევების დაკვირვების და გაუმჯობესების შესახებ არის დიდი მოლოდინი იმის, რომ მოსწავლეები სერიოზულად და მოტივირებულად მიუდგებიან საკუთარი მუშაობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესის განმავლობაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები