დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
07-12-2018
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში, სპეც მასწავლებლების ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით V, VI და VII კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ.
ამავდროულად, მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია ფლაერების სახით გაავრცელეს სკოლაში.
Vა კლასში გაიმართა დებატები თემაზე - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, სადაც ბავშვებმა მზაობა გამოხატეს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიმართ.