„გავამდიდროთ ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა“- ასე ჰქვია ახალ გამოწვევას, რომელიც ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა საგანში „მე და საზოგადოება“ განახორციელეს.
პროექტის მიზანია მოსწავლეთათვის ბიბლიოთეკაში ქცევის წესებისა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობის გაცნობა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეაგროვეს და ჩააბარეს მაკულატურა.
„მიღებული წიგნი გადავეცით ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას. საგანი „მე და საზოგადოება“ ძალიან საინტერესო და საჭირო პრობლემებზეა ორიენტირებული. მოსწავლეებს მოსწონთ პროექტებით სწავლება და საინტერესო იდეების განხორციელება, რაც ხელს უწყობს მათ მაღალ მოტივაციას სწავლა-სწავლების მიმართ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები