ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლაში კარიერული წინსვლისა და სტატუსის ასამაღლებელი გაკვეთილი ჩატარდა.
შიდა შეფასების გაკვეთილი, რომელსაც შეფასების ჯგუფი ატარებდა, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სალომე ლორთქიფანიძის ინიციატივით გაიმართა.
გაკვეთილი VI კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი და ეძღვნებოდა თემას - „ბახტრიონის ციხე“.
გაკვეთილი, რომელის მიზანიც იყო შესწავლილი ტექსტის გაგება-გააზრება, ლეგენდის ლექსიკურად დამუშავება და მსჯელობა, შინაარსიანად წარიმართა.
იხილეთ ფოტოები