თბილისის N47 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, რომლებსაც პროფესიონალი პროგრამისტები და კომპიუტერული მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.
შეხვედრები მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, პროგრამირებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალგაზრდების დაინტერესებას.
კვირეულის დასასრულს მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები