დაბა წაღვერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „პირამიდამ“ ახალი პროექტის „ხმა აიმაღლე სხვისი უფლებებისთვის დღეს“ განხორციელება დაიწყო.
პროექტის მიზანია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ჩატარება, რომელმაც სტარტი 3 დეკემბრიდან აიღო და 10 დეკემბრს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. „სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრისა“ და „ნაკრესის“ წარმომადგენლებმა ლევან თაბუნიძემ და ნინი ჯიქურაშვილმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
„სამოქალაქო კლუბმა პრეზიდენტი უკვე აირჩია. ის კლუბის საქმიანობას წარმართავს და აქტივობების დაგეგმვაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. იმიტირებულ არჩევნებში 4 მოსწავლე მონაწილეობდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა
იხილეთ ვიდეო და ფოტოები