ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნასწავლი ტექსტის განმტკიცების მიზნით სასწავლო პროექტი განახორციელეს
07-12-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტი - „ბახტრიონი“ განახორციელეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროექტი მიზნად ისახავდა ნასწავლი ტექსტის განმტკიცების მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას და პრეზენტაციის სახით წარდგენას. 

სკოლის აღსაზრდელებმა ნასწავლი მასალის - „კახეთის აჯანყება“ შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და პრეზენტაცია ჩაატარეს.

„მოსწავლეებმა ხალისით მოირგეს ისტორიკოსის, ლიტერატორის და ხელოვანის როლები და მოძიებული საინტერესო მასალა თანატოლებს წარუდგინეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203