პირველი მაისის საჯარო სკოლაში ახალი სასკოლო კლუბები ჩამოყალიბდა
07-12-2018
მეორე წელია ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა კლუბი ფუნქციონირებს.
გასულ სასწავლო წელს დაარსდა კლუბები: „კეთილი მეზღაპრე“ (ხელმძღვანელები: ნანა კორტავა და ბელა ლაგვილავა), „წიგნიერი თაობა“ (ხელმძღვანელები: შორენა ბუკია და ბელა ლაგვილავა), „მემატიანეები“ (ხელმძღვანელი: დალი თევზაძე).
სასწავლო წლის ბოლოს სკოლის დირექციამ გამოკითხვა ჩაატარა. გამოიკითხნენ მოსწავლეები და მშობლები. აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან მოსწონთ კლასგარეშე აქტივობები. „მშობლები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ, რომ მათ შვილების თვალსაწიერის გასაფართოებლად მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აქედან გამომდინარე, პედაგოგებმა გაითვალისწინებს მათი აზრი და მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში ახალი კლუბები ჩამოყალიბდა:
სპორტული კლუბი „არწივები“ (ხელმძღვანელები: გრიშა ხიმშიაშვილი და მერაბი ქანდარია), „მოგზაურობა დედამიწის გარშემო“ (ხელმძღვანელი: ნანა კორტავა), „ვსწავლობთ-ვასწავლით“, „განწყობა“ (ხელმძღვანელი: ბელა ლაგვილავა), „მოგზაურები“ (ხელმძღვანელები: სალომე ჯოლოხავა და ბელა ლაგვილავა), მუსიკის კლუბი „ქართული ფესვები“ (ხელმძღვანელი: ნათია ლატარია), „მაძიებლები“ (ხელმძღვანელი: ნინელი ხუხია), „მოაზროვნეები“ (ხელმძღვანელი: ნატო ქირია).
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, კლასგარეშე აქტივობები მოსწავლეთა შორის დიდ ინტერესს იწვევს.