თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრების მიერ ინტეგრირებული ღონისძიება - „შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“ ჩატარდა.
აქტივობაში IX-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წინასწარ ჩაატარეს კვლევა იმის შესახებ, თუ რა იციან მოსწავლეებმა ამ თემის შესახებ. ღონისძიება კონფერენციის სახით წარიმართა.
ახალგაზრდებმა აივინფექციის შესახებ ისაუბრეს და დარბაზში თავიანთი შექმნილი თემატური პლაკატები გამოფინეს.
იხილეთ ფოტოები