ახკერპის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა
07-12-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახკერპის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა. ჩემპიონატში მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.