სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა სახალისო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა
07-12-2018
სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში მათემატიკის მასწავლებელმა ირმა კახიძემ სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო - „ნატურალური რიცხვები 1- დან 9- მდე“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროცესი დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობებით. მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.
გაკვეთილს შიდა შეფასების ჯგუფი აკვირდებოდა. ჯგუფის წევრებმა სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს. იხილეთ ფოტოები