ხუნწის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ინტელექტუალური თამაში ითამაშეს
07-12-2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“ გაიმართა. შეჯიბრში მასწავლებელთა გუნდები - „ტალანტები“ და „აი ია“ მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაში თანაბარი ანგარიშით წარიმართა, მასწავლებლებმა თანაბრად 20-20 კითხვას გასცეს პასუხი, გადამწყვეტ რაუნდში კი გუნდმა - „აი ია“ გაიმარჯვა.
„შეჯიბრი ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები