თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ღოუბნის საჯარო სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე შიდსი და მისი პრევენცია.
ღონისძიება, რომელიც მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გაიმართა, ღოუბნის საჯარო სკოლის VII, VIII, და IX კლასის მოსწავლეებისთვის იყო გათვლილი, სადაც მათ მიიღეს პასუხები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ მათთვის საინტერესო კითხვებზე.
საჯარო ლექცია მიზნად ისახავდა მოსწავლეები გამხდარიყვნენ მეტად ინფორმირებულნი აღნიშნულ საკითხზე, მიეღოთ ცოდნა შიდსთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე.
იხილეთ ფოტოები