თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „დამოუკიდებლობის 100 წელი“ განახორციელეს
07-12-2018
თელავის N6 საჯარო სკოლის X-XII კლასში სასწავლო პროექტი „დამოუკიდებლობის 100 წელი“ განხორციელდა.
პროექტს ისტორია-სამოქალაქო განათლების პედაგოგი ეკა კობიაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პროექტის მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის მნიშვნელობის გააზრება და შესაბამისი განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა იყო.