ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა მოსწავლეებს გამოცდილება გაუზიარა
07-12-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლაში კურსდამთავრებული თამარ კოჩალიძე იმყოფებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამარმა გასულ წელს დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახლმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სკოლის კურსდამთავრებულს საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყეს. შეხვედრა თბილ გარემოში, კითხვა-პასუხის, გამოცდილების გაზიარების, რჩევა-დარიგების და საინტერესო საუბრის ფონზე წარიმართა.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, თამარმა ისაუბრა თვისი წარმატების შესახებ და სკოლის აღსაზრდელებს მისცა რჩევა - თუ როგორ უნდა მოახდინონ თვითრეალიზაცია და მიაღწიონ წარმატებას.
სკოლის დირექტორმა ლიანა ბოლქვაძემ თამარს სკოლის სახელით მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა. იხილეთ ფოტოები