არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ოცნების მოსწავლეებმა პროექტი - „მე მივდივარ მუზეუმში“ განახორციელეს
07-12-2018
წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ოცნების მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სოფიო იმედაძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „მე მივდივარ მუზეუმში“ განახორციელეს. პროექტი საგნის - „მე და საზოგადოება“ სწავლის პროცესში ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელებმა „წიგნის მუზეუმი“, „არქეოლოგიური მუზეუმი“ და „ფულის მუზეუმი“ წარმოადგინეს.
მოსწავლეები გუნდებში გადანაწილდნენ, აღნიშნული მუზეუმების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და შესაბამისი ექსპონატებიც გამოფინეს. იხილეთ ფოტოები