ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვისას განცდილ ემოციებსა და შთაბეჭდილებაზე ისაუბრეს
07-12-2018
ქედის მუნიციპალიტეტის, ახოს N1 საჯარო სკოლაში წიგნის მოყვარულთა კლუბის - „წიგნიერი“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა სკოლის ბიბლიოთეკაში შედგა. კლუბის კურატორმა მანანა ცინარიძემ კლუბის წევრებთან ჩაატარა გამოკითხვა - თუ როგორი წიგნები მოსწონთ, რამდენად ხშირად კითხულობენ და ა.შ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დიალოგი საინტერესო იყო, რადგანაც თითოეული მათგანი სიამოვნებით საუბრობდა წიგნის კითხვისას განცდილ ემოციებსა და მიღებულ შთაბეჭდილებაზე.
კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს სკოლის ბიბლიოთეკაში თვეში ერთხელ წიგნის კითხვის საღამო მოაწყონ.
შეხვედრის დასასრულს, კლუბის აქტიურმა წევრმა, ბექა ბოლქვაძემ ზურაბ გორგილაძის ლექსი - „ჰოიდა ნანა“ მხატვრულად წაიკითხა. იხილეთ ფოტოები