თერჯოლის N1 საჯარო სკოლამ საქველმოქმედო აქცია წამოიწყო
07-12-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-11ბ კლასის ინიციატივით, მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობითა და დირექციის მხარდაჭერით, სკოლა საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული ოჯახებისთვის თბილ ტანსაცმელი, საკვები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები შეგროვდება.
დირექციის ცნობით, საწყის ეტაპზე ნივთები სკოლის ტერიტორიაზე არსებულ კარადაში განთავსდება. შემდეგ კი ღონისძიება უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
ასევე, სკოლის დირექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ეს ნივთები მათ მიაწოდონ, ვისაც თავად მოსვლა და აღება არ შეუძლია.
აქცია გაგრძელდება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში.
თერჯოლის N1 საჯარო სკოლა სხვა სკოლებსაც იწვევს:
„მოხარული ვიქნებით თუ ერთი კეთილი საქმის გარშემო გავერთიანდებით“-აცხადებენ სკოლაში.