ქუთაისში სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის წინანდელი უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს - იხილეთ ფოტოები
08-12-2018
ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) ადგილობრივმა მცხოვრებმა, ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა.

როგორც ვახტანგ სიხარულიძე ამბობს, წლების წინ, იქ ქვის კარიერი იყო და აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანდა.

მღვიმე მიმდინარე წლის 6 დეკემბერს სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა დაათვალიერეს. მათი თქმით, მღვიმე უნიკალურია და სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის წინანდელია.

„მღვიმე უნიკალურია და რაც დავათვალიერეთ, სულ 80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიკული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს. ეს პირველია და სწორედ ეს სძენს მღვიმეს უნიკალურობას“, – აცხადებს ვალერი ბარბაქაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203