თბილისის N62 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბი „იტალიური კვირეულისთვის“ ემზადება
10-12-2018
თბილისის N62 საჯარო სკოლის უფროსკლასელთა ლიტერატურული კლუბი „მჭერმეტყველი“ პროექტს „იტალიური კვირეული“ ამზადებს.
კლუბს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გულიკო ბიწაძე ხელმძღვანელობს.
კვირეული მოიცავს რამოდენიმე ქვეპროექტს:
1. იტალიის ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა 2. რომი ტურიზმის მსოფლიო ცენტრი 3. თანამედროვე იტალიური პოეზია ქართულად 4. იტალიური მხატვრობა 5. იტალიური კინო, სამზარეულო და მოდა
კვირეულის ფარგლებში თითოეულ აქტივობას დაეთმობა ერთი დღე. კვირეულის დახურვა იტალიის საელჩოდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად ჩატარდება