მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში , ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა ღია გაკვეთილი.
ღია გაკვეთილი თემაზე „მოდიოდა ნინო მთებით“, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის რუსუდან გაგუას ინიციატივით, სკოლის VI კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა.
გაკვეთილი შეესაბამებოდა ეფექტური გაკვეთილის კრიტერიუმებს. სადაც წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ელექტრონული და ბეჭდური რესურსები, მოსწავლეთა მოტივაციის სტრატეგიები. ასევე ჯგუფური მუშაობა სწავლების სტრატეგია - „ ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“ ინდივიდუალური მიდგომები მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით. მასწავლებელი გამოხატავდა მაღალ და დადებით მოლოდინებს, იგრძნობოდა ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო.
გაკვეთილის დასასრულს, რომელსაც ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები, მოსწავლეებს შეკითხვები დაუსვეს დირექტორის მოადგილემ გოდერძი ოკუჯავამ, ფასილიტატორმა ნონა თოდუამ და შეფასების ჯგუფის წევრმა ცისანა ჯოჯუამ.
გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა და უმაღლესი შეფასება - 32 ქულა დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები