„გამორჩეული საახალწლო მოგონება სკოლას, ბავშვებსა და მეჯლისს უკავშირდება“ - ბლიცინტერვიუ მისაქციელის საჯარო სკოლის წარმატებულ მენეჯერთან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.
ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, სახალისო ინტერვიუში მისაქციელის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ინგა ხუროშვილი ერთვება:გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება სკოლას, ბავშვებსა და კოსტუმირებულ მეჯლისს.
სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის „იდუმალი სანტას“ გათამაშება და მასკარადი.
2018 წელი იყო ყველაზე უხვი უმაღლეს სასწავლებლებში გრანტრით ჩარიცხული მოსწავლეებით.
სასურველი მეკვლე იქნება რესურსცენტრის უფროსი.
2019 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლასა და საერთაშორისო წარმატებებს.