დაბა წაღვერის საჯარო სკოლის „მკითხველთა კლუბის“ წევრებმა კონდიტერის როლები მოირგეს და მარია ფარის „ვაფლის გულების“ მიხედვით გულის ფორმის ორცხობილები გამოაცხვეს.
აქტივობას პედაგოგი მონიკა ჭანტურია ხელმძღვანელობდა და მასში VII-VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„პროექტში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. მათი მოლოდინები გამართლდა და ჩართულობაც დამაკმაყოფილებელი იყო“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, „მკითხველთა წრის“ წევრმა ბიჭებმა კი თაბახზე გადაიტანეს გოგონების ფუსფუსი და სხვადასხვა თემატური ესკიზი დახატეს.
იხილეთ ფოტოები