შემოქმედის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
10-12-2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, შემოქმედის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში ხალისით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები გამოსცადეს.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. იხილეთ ფოტოები