ხოჯორნის საჯარო სკოლის ორგანიზებით მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში კონფერენცია გაიმართა
10-12-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლის ორგანიზებით, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. კონფრენციის თემა იყო - „იცნობ თუ არა შენს სოფელს, რაიონს, ქალაქს“.
კონფერენციას ხოჯორნის საჯარო სკოლისქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი ხელმძღვანელობდა.
კონფერენციაში მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის - ულაშლოს, ოფრეთის, ბაითალოს,სადახლოს N1, შაუმიანის N1, ჯანდარის და ხოჯორნის, პედაგოგები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციას მერიის და რესურსცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმარი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი გიორგი კილაძე ესწრებოდნენ.
მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებლებს სერტიფიკატები და წიგნები გადაეცათ. მერიის კულტურის სამსახურმა და რესურსცენტრმა ოფრეთისა და სადახლოს სკოლის მოსწავლეები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
„აღსანიშნავია, პროექტის მასწავლებლებთან ერთად ადგილობრივი პედაგოგების ჩართულობაც. მადლობა მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მერიას, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის და ამ უკანასკნელს მასპინძლობისთვის“, - აღნიშნავს ხოჯორნის საჯარო სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები