იორმუღანლოს სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო-შემეცნებით სემინარზე იმყოფებოდნენ
10-12-2018
ნატოს სამეკავშირეო ოფისში, რიგით 24-ე საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა.

სემინარს სსიპ-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს სკოლის მასწავლებლები დალი ოსეფაშვილი, ხანუმ ბარხუდაროვა და მუსტაფა სულეიმანოვი ესწრებოდნენ.   

ორდღიან სემინარს, რომელიც 5-6 დეკემბერს მიმდინარეობდა, კახეთის რეგიონიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგები ესწრებოდნენ.   

სემინარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარიაპუგლისმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძე გახსნეს.   

მასწავლებლები შეხვდნენ სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს და მიიღეს ინფორმაცია ნატოს ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებსა და სხვა.

სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.   


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203