თბილისის N103 საჯარო სკოლის სომხური სექტორის მოსწავლეებისთვის მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის გასვლითი ღონისძიება
10-12-2018

ქალაქ თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი მიზნით ესტუმრნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს.


კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის გასვლითი ღონისძიება, რომელიც სკოლის ქართული ენის პედაგოგის ნინო ორთავიძის და კლასის ხელმძღვანელის კ.ოგანოვის მიერ იყო ორგანიზებული, XI კლასის მოსწავლეებისთვის დაიგეგმა. 

მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში მოისმინეს პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული უცნობი დეტალები. დაათვალიერეს XIX საუკუნის ეპოქალური ნივთები, ფოტომასალა და ვირტუალური სცენიდან მოისმინეს პოეტის რამდენიმე ლექსი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203