„გამორჩეული საახალწლო მოგონება ბალიშის ქვეშ დაწყობილ საჩუქრებს უკავშირდება“ - დაბა წაღვერის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.
ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, სახალისო ინტერვიუში დაბა წაღვერის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ირინა ხელისუფალი ერთვება:გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება ბალიშის ქვეშ დაწყობილ საჩუქრებს.
სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის გასული წლის შედეგების შეჯამება, ნომინაციების გამოვლენა და დაჯილდოვება.
2018 წელი იყო ძალიან ნაყოფიერი, სიახლეებითა და წარმატებით სავსე.
სასურველი მეკვლე იქნება განათლების მინისტრი.
2019 წელს საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ნაკლებ პოლიტიკასა და მეტ ადამიანურ ურთიერთობებს.