„საუკეთესო მეკვლეები პირველკლასელები იქნებიან“ - ნასპერის საჯარო სკოლის დირექტორი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან საახალწლო ბლიცინტერვიუს იწყებს.
ჩვენ მიერ შეთავაზებული 5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი სურვილისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, სახალისო ინტერვიუში ნასპერის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი მელორ ახვლედიანი ერთვება:გამორჩეული საახალწლო მოგონება უკავშირდება ბავშვობას, ოჯახსა და მეგობრებს.
სკოლის სადღესასწაულო ტრადიცია არის ნაძვის ხის მორთვა და ზეიმები.
2018 წელი იყო წარმატებული.
სასურველი მეკვლეები იქნებიან პირველკლასელები.
2019 წელს საქართველოს ვუსურვებ გამთლიანებას, ყველა ოჯახის ბედნიერებასა და წინსვლას.