მუხურჩის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსები ტარდება
10-12-2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის მუხურჩის საჯარო სკოლაში “სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა შემაჯამებელი, დასკვნითი გაკვეთილი. ინტელექტუალურ კონკურსში, სახელწოდებით „რა? სად? როდის?“, მუხურჩის საჯარო სკოლის VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
პირველ ტურში მონაწილეებს 10 კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ერთნაირი ქულების მქონე მოსწავლეებს მოუწიათ მეორე ეტაპის 5 კითხვაზე პასუხის გაცემა. სადაც, ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა გამარჯვებულის გამოვლენა.
ღონისძიების მესამე ეტაპზე, რომელშიც მონაწილეებმა სამ კითხვას უპასუხეს, პირველი-მეორე ადგილები გაინაწილეს IX კლასის მოსწავლეებმა, ქრისტინე რუსიამ და ანზორ ფოჩხუამ. მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა VII კლასის მოსწავლე ლიკა ცანავამ.
გამარჯვებულებს და პროგრამის ხელმძღვანელს თამრიკო მიქავას, გადაეცათ საჩუქრები.