რამდენად ცივი ზამთარი გველოდება - გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ პროგნოზს აქვეყნებს
10-12-2018

გარემოს ეროვნული სააგენტო 2018-2019 წლის ზამთრის სეზონის პროგნოზს აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების  კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-20) მომზადებული, 2018-2019 წლების ზამთრის სეზონის ამინდის  პროგნოზი, ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

„ექსპერტების დასკვნით, 2018-2019 წლების ზამთრის პერიოდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. 

აღნიშულის გათვალისწინებით, მომავალი ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია:

ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-20 C-ით მაღალი იქნება. 

კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7C;  მთაში  0, +2C; მაღალ მთაში -4, -20 C; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2C; მთაში -2, 00 C; მაღალ მთაში  -5, -30 C შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ-ს  შეადგენს“,-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტო ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203