შილდის N2 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის მსოფლიო დღე აღნიშნეს
10-12-2018
ყვარლის მუნიციპალიტეტის შილდის N2 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ მნიშვნელოვან დღეს სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „ნელქარისი“ შეუერთდა.
კლუბის წევრებმა და ხელმძღვანელმა, ეკა ვარსიმაშვილმა მოსწავლეებს ტოლერანტობისა და ამ დღის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, დაარიგეს ფლაერები და ისაუბრეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე.
„იმედი გვაქვს ეს დღე ნაყოფიერი იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.