საყუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
10-12-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის, საყუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ტარიელ ბუხრიკიძემ, ხათუნა გელაშვილმა, მარეხი ყურმაშვილმა, ფატმან თაბუნიძემ და გვანცა ხითარიშვილმა სტატუსი აიმაღლეს. პედაგოგებს სერთიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
სკოლა პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.