ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
10-12-2018
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბენარის საჯარო სკოლის l-Vl კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა სკოლაში საშემოდგომო კუთხე მოაწყვეს და შემოდგომის ნობათი გამოფინეს, მოსწავლეებმა კი დიდი მხიარულებით ამოავლეს ჩურჩხელებიც.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს,
წაიკითხეს ლექსები და წარმოთქვეს სიტყვები, თუ რამდენად მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.