უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენაში ცოდნა განიმტკიცეს
10-12-2018

ხულოს მუნიციპალიტეტის, უჩხოს საჯარო სკოლაში ქართული ენის წრის მე-4 შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის თემა იყო - „სიტყვის დამარცვლა და გადატანა“. 

ქართული ენის წრეს პედაგოგი ეთერ შავაძე ხელმძღვანელობს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა სასწავლო პროცესის დროს მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის - „მარცვალთა მძივი“ გამოიყენა. მოსწავლეებმა პრაქტიკული სავარჯიშოები გააკეთეს. 

„მოსწავლეებმა სიტყვის დამარცვლასა და გადატანაში ცოდნა განიმტკიცეს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203